ახალგაზრდების შეხვედრა ჟურნალისტ შოთა გაგარინთან
12 ივლისი, 2013
ახალგაზრდების შეხვედრა ჟურნალისტ შოთა გაგარინთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ახალგაზრდა სოციალისტების" ინიციატივით, სტუდენტები და ახალგაზრდები ჟურნალისტ შოთა გაგარინს შეხვდნენ.

შოთა გაგარინმა ისაუბრა პოლიტიკასა და მის როლზე საზოგადოებაში, გააცნო ახალგაზრდებს საკუთარი შეხედულებები სხვადასხვა საკითხზე. ის ასევე შეეხო განათლების პრობლემას საქართველოში და გაავლო პარალელები სხვა ქვეყნებთან. შეხვედრა დებატებისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუმარმა საინტერესოდ და ამომწურავად უპასუხა თითოეულ შეკითხვას.

"თავი არ უნდა მოვიტყუოთ, არ არის მიზანშეწონილი მთავრობის წარმომადგენლები ამბობდნენ - "ქარხანა მუშებს," როდესაც ქარხნები არ არსებობს. უფრო მეტი ურთიერთგაგებაა საჭირო, ადამიანებმა მეტი უნდა ისაუბრონ ერთმანეთში, იდეები უნდა გაცვალონ, ასე უფრო წავიწევთ წინ, ვიდრე ახლა" - აღნიშნა შოთა გაგარინმა.

დღევანდელ შეხვედრას, ძირითადად, მომავალი ჟურნალისტები ესწრებოდნენ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary