"ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში" ევროპისმცოდნე გიორგი თაბაგარის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე "ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა: დემოკრატია და ადამიანის უფლებები".
გიორგი თაბაგარმა ლექციაზე შემდეგი საკითხები განიხილა: რა არის ევროკავშირი? რა როლს ასრულებს ის? ადამიანის უფლებები და დემოკრატია, ევროკავშირი და საქართველო.
"დღევანდელი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით და, სავარაუდოდ, თუ რამე გართულებები არ მოჰყვა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გააფორმებენ ევროკავშირთან ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულების ნაწილია სავიზო ლიბერალიზაცია" - აღნიშნა გიორგი თაბაგარმა.
"ჩემთვის ევროკავშირი ეს ის სისტემაა, რომელზეც შემიძლია უსასრულოდ ვილაპარაკო"- განაცხადა გიორგი თაბაგარმა.
მსმენელებს საშუალება ჰქონდათ, კითხვები დაესვათ სტუმრისთვის. საჯარო ლექცია ონლაინ რეჟიმში გადაიცემოდა.
ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი განაგრძობს საჯარო ლექციების ჩატარებას. შემდეგი შეხვედრა გენდერის თემას შეეხება.