"Mow" კლუბში "SALSA LATIN NIGHT" ჩატარდა.
ორგანიზატორის ნინო გამყრელიძის თქმით, სალსას ღონისძიება მისი იდეა იყო და დღეს ჩატარდა პირველად. "ეს არის ერთგვარი საცდელი ჩვენება და მონაწილეობას იღებს, როგორც პროფესიონალთა ჯგუფი, ასევე მოყვარული მოცეკვავეები. ამ საღამომდე სალსას ცეკვის მასტერკლასები "მაგთი კლუბში" ტარდებოდა. დიჯეი საღამოსთვის მოწვეულია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება" - აღნიშნა ნინო გამყრელიძემ.
როგორც იქ მყოფმა ახალგაზრდებმა გვითხრეს, საღამო ძალიან სასიამოვნო და დადებითი მუხტის მომტანი იყო. მაყურებელი ანი სამხარაძე მიესალმება იმ ფაქტს, რომ ნებისმიერ მოყვარულ მოცეკვავეს შეუძლია მონაწილეობის მიღება. განსხვავებული აზრი აქვს იქ მყოფ თაკო გოგავას, მისი თქმით, უმჯობესია საღამო დაკომპლექტებული იყოს პროფესიონალი მოცეკვავეებით. სექტემბრიდან "SALSA LATIN NIGHT"-ის გამართვა ყოველ შაბათ-კვირას იგეგმება.