„ახალგაზრდა ადვოკატები“ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავენ
15 ივლისი, 2013
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავენ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 25-26 მაისს ქობულეთში დაკავებული სამი ახალგაზრდის საქმეზე მიმართავენ.

ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სამართალდამცავებმა ახალგაზრდები უკანონოდ დააკავეს, სამმართველოში გადაიყვანეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ორგანიზაციისთვის ცნობილია, რომ ამ ფაქტზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს. გამოძიების ინტერესებდან გამომდინარე ორგანიზაცია ბრალდებულთა ჩვენებას არ ასაჯაროებს და ირაკლი ღარიბაშვილის უწყებას გამოძიების დაჩქარებისკენ მოუწოდებს.

""ახალგაზრდა ადვოკატები" გამოვთქვამთ მზადყოფნას განვახორციელოთ ამ საქმეზე ადვოკატირება და მონიტორინგი, ვითანამშრომლოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უწყებებთან, რათა გაირკვას სიმართლე და აღდგეს სამართლიანობა" - აღნიშნა დღეს გამართულ ბრიფინგზე არჩილ კაიკაციშვილმა.

ბრალდებულები ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს და მათ საქმეს აჭარის მთავარი სამმართველო იძიებს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary