სტუდენტების შეხვედრა სახელმწიფო მინისტრთან დიასპორის საკითხებში
15 ივლისი, 2013
სტუდენტების შეხვედრა სახელმწიფო მინისტრთან დიასპორის საკითხებში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "თსუ გორდელას" ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო მინისტრ დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძესთან.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. 

როგორც "თსუ გორდელას" წევრმა ქეთი კვირკელიამ განაცხადა, ეს შეხვედრა ემსახურებოდა იმას, რომ უკეთ გაცნობოდნენ სტუმრები ანსამბლის შემოქმედებას. "ჩვენ ყოველკვირეულ ღია დასწრებით რეპეტიციებს ვმართავთ, მოდიან ისინი, ვისაც სურვილი აქვს, ვინც გვგულშემატკივრობს, რჩევებს გვაძლევენ. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება" - აღნიშნა ქეთი კვირკელიამ. 

ანსამბლის წევრებმა სტუმრებისთვის თავიანთი რეპერტუარიდან ყველაზე პოპულარული სიმღერები შეასრულეს. ანსამბლის ხელმძღვანელმა თამაზ მამალაძემ სიმღერებისა და მუსიკალური ინსტრუმენტების ისტორიაზე, წარმოშობასა და დანიშნულებაზე ისაუბრა. მინისტრმა კი აღნიშნა, რომ ეს ანსამბლი ქართულ საქმეს ემსახურება და მათ უფრო პოპულარული გახადეს ქართული ფოლკლორი.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary