პროფესორ შუქია აფრიდონიძის ლექცია
16 ივლისი, 2013
                    პროფესორ შუქია აფრიდონიძის ლექცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების სხდომათა დარბაზში შუქია აფრიდონიძის ლექცია ჩატარდა.
ლექციის თემა იყო - "მსოფლიოს ქვეყნებისა და ხალხების სახელები ქართულად". შუქია აფრიდონიძე არის ილიას უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორის, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. თემის გარდა, მან დამატებით ისაუბრა ქართულ მეტყველებაზეც, თუ როგორი შეცდომებით ლაპარაკობენ ქართველები.

"ზეპირი მეტყველების დროს საჭიროა მეტი ყურადღება, როდესაც ვწერთ, მაშინ შეიძლება, გავაკონტროლოთ ჩვენი თავი, ხოლო ზეპირში - მეტნაკლებად ყველა სცოდავს. როდესაც თქვენ დაიწყებთ კლასიკის კითხვას - ილიას, აკაკის, დამერწმუნეთ, აუცილებლად გამოგისწორდებათ მეტყველება. კარგად მეტყველებისთვის საჭიროა, ბევრი კითხვა და ცოდნის გაღრმავება" - აღნიშნა პროფესორმა. 

ლექცია 2 საათს გაგრძელდა. ლექციის დასკვნით ნაწილში შუქია აფრიდონიძემ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

"ქალბატონ შუქიას ლექციებს ხშირად ვესწრები ილიას უნივერსიტეტში. საინტერესო იყო მისი ლექცია, როგორც ყოველთვის. რაც მთავარია, დღეს ბევრი რამ გავიგე მისგან" - განაცხადა ლექციაზე მყოფმა ნინო ლომიძემ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary