კონკურსის „ლორე–ტაშირის ქართული ძეგლები“ ნაშრომების პრეზენტაცია
16 ივლისი, 2013
კონკურსის „ლორე–ტაშირის ქართული ძეგლები“ ნაშრომების პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში კონკურსის "ლორე–ტაშირის ქართული ძეგლები" ნაშრომების პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი ქართული უნივერსიტეტისა და "დავითიანნის" ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა, სადაც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან 76-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. კონკურსის შედეგად გამოვლინდა 15 საუკეთესო ნაშრომი, ხოლო პირველ, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს გადაეცათ ფულადი ჯილდო. აგრეთვე გათვალისწინებულია პროექტის გამარჯვებულებთან ერთად ექსპედიცია ლორე-ტაშირის ტერიტორიაზე.

დღეს წარმოდგენილ პრეზენტაციებში ახალგაზრდებმა მიმოიხილეს ლორე-ტაშირის ისტორია 1918-1921 წლებში.

"ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები დაინტერესებულნი არიან ამ ტერიტორიით და აქტიურადაც არიან ჩართულნი" - განაცხადა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ბონდო არველაძემ.

"სამწუხაროდ, სოფლები დაცარიელებულია. უმრავლესობა საზღვარგარეთ სამუშაოდაა წასული და აუცილებელია, რაც ამ წუთას გვაბადია, იმას მოვუფრთხილდეთ. ლორე-ტაშირი - ეს არის ქართული კულტურისა და არქიტექტურის ნაწილი" - აღნიშნა მანგლისისა და წალკის ეპარქიის მიტროპოლიტმა, საქართველოს საპატრიარქოს ქართული ენის დიალექტების შემსწავლელი სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარემ მეუფე ანანიამ (ჯაფარიძემ).

კონკურსის მიზანი დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლების უკეთ შესწავლაა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ჟიურის წევრები, კონკურსის მონაწილეები და ხელოვნებათმცოდნეები.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary