ახალგაზრდა კალიგრაფები გენერლის მუნდირის გადასარჩენად
18 ივლისი, 2013
ახალგაზრდა კალიგრაფები გენერლის მუნდირის გადასარჩენად ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საქველმოქმედო აქცია გაიმართა გენერალ გიორგი კვინიტაძის მუნდირის, ჩოხისა და ხატის გადასარჩენად.

გენერალი გიორგი კვინიტაძე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უკანასკნელი მთავარსარდალი. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ქართველი გენერალი, რომელმაც ზედიზედ სამი ომი მოიგო სამ მეზობელთან: სომხებთან, თურქებსა და ბოლშევიკებთან, იძულებული გახდა, საქართველოს მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში წასულიყო. ის 1970 წლის 7 აგვისტოს გარდაიცვალა. დაკრძალულია პარიზთან ახლოს, ლევილის სასაფლაოზე.

საქველმოქმედო აქცია კომპანია "სამოსელი პირველის" მხარდაჭერით ხორციელდებოდა. აქციაზე ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა შეეძინა ახალგაზრდა კალიგრაფების მიერ საგანგებოდ მისთვის, ლამაზი კალიგრაფიული ხელით დაწერილი სახელი და გვარი, ან რამე ფრაზა.



ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ბუბა კუდავას თქმით, საზოგადოებაში არის უამრავი ადამიანი, რომელთაც აქვთ უნარი, თითოეული გრაფემა ხელოვნების ნიმუშად აქციონ.

"ახალგაზრდა კალიგრაფებმა გამოფინეს კალიგრაფიის ნიმუშები, რათა საზოგადოებისათვის ერთად შეგვეხსენებინა ამ დარგის მნიშვნელობა" - აღნიშნა ბუბა კუდავამ. მისი თქმით, ღონისძიება ორ მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს, ერთი მხრივ, კალიგრაფია ხელს უწყობს გენერალ გიორგი კვინიტაძის ნივთების რესტავრაციას, მეორე მხრივ კი - გენერლისადმი მიძღვნილი საღამო ერთგვარ პოპულარიზაციას უკეთებს კალიგრაფიას".

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის დავით ზურაბიშვილის თქმით, საინტერესოა, ამ ორი ღონისძიების თანხვედრა, გენერლის მუნდირი კი საქართველოს დამოუკიდებლობის ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს.

ღონისძიებას ესწრებოდა გვანცა მაისურაძე. მისი თქმით, კალიგრაფიის ძალიან ლამაზი ნიმუშები იყო წარმოდგენილი.
"ძალიან ვისიამოვნე დღევანდელი დღით და ვაპირებ, ჩემი წვლილი შევიტანო საქველმოქმედო აქციაში" - აღნიშნა მან.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary