ფესტივალმა ,,არტ-გენი" აფხაზეთს, ფოთსა და სვანეთს უმასპინძლა
18 ივლისი, 2013
ფესტივალმა ,,არტ-გენი" აფხაზეთს, ფოთსა და სვანეთს უმასპინძლა  ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ფესტივალმა ,,არტ-გენი" აფხაზეთს, ფოთსა და სვანეთს უმასპინძლა.
ღონისძიებაში მონაწილეობა შემოქმედებითმა ჯგუფებმა მიიღეს. მათ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეულ შემსრულებლებთან ერთად წარმოაჩინეს აფხაზეთის მდიდარი კულტურული ტრადიციები. ფესტივალზე სხვადასხვა ჯგუფმა და ანსამბლმა შეასრულა ქართული და აფხაზური სიმღერები. მისულ სტუმრებს აფხაზური ტრადიციული სუფრის დაგემოვნების საშუალებაც ჰქონდა. 

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო აფხაზეთის თემატიკაზე გადაღებული ფოტომასალა, გამოიფინა ქართული კალიგრაფიული ნიმუშები, რომლებიც შესრულებული იყო ქვაზე, ტყავზე, ქაღალდსა და ფაიფურზე. დამთვალიერებელს შეეძლო სხვადასხვა ნამუშევრის დამზადების როგორც ყურება, ასევე მასში უშუალო მონაწილეობის მიღება, წარმოდგენილი იყო თექაზე შესრულებული ნამუშევრები და ბევრი ხელნაკეთი ნივთი, რომლებიც დამთვალიერებლის დიდ ინტერესს იწვევდა.


ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, თბილისის მერიისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary