თბილისს სლოვენიელი ქორეოგრაფი გორან ბოგდანოვსკი ეწვია
18 ივლისი, 2013
თბილისს სლოვენიელი ქორეოგრაფი გორან ბოგდანოვსკი ეწვია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიაუნის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით შეხვედრა გაიმართა ქორეოგრაფ გორან ბოგდანოვსკისთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც სტუდენტები, ასევე უფროსი ასაკის ადამიანები. გორან ბოგდანოვსკიმ დამსწრეებს ის ქორეოგრაფიული ხერხები და ასპექტები გააცნო, რომლებსაც იყენებს თავის შემოქმედებაში. თეორიული მიმოხილვის შემდეგ სტუმარმა აუდიტორიას საკუთარი ცეკვების ვიდეოჩანაწერი აჩვენა და თითოეული ცეკვა და დადგმა განიხილა.

შეხვედრის დასასრულს ქორეოგრაფმა დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. დამსწრეების მხრიდან ინტერესი დიდი იყო.

„თბილისს საკმაოდ კარგად ვიცნობ, მე ხშირად ვეკონტაქტები სოციალური ქსელების საშუალებით აქაურ ნაცნობებს. საქართველოში ნიჭიერი ადამიანები ცხოვრობენ. მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები. ჩვენ ვგეგმავთ ვორკშოპის ჩატარებას, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს, არ აქვს მნიშვნელობა პროფესიონალი მოცეკვავეა თუ არა, მთავარი მონდომებაა“ - აღნიშნა გორან ბოგდანოვსკიმ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary