შეხვედრა თსუ-ს რექტორობის კანდიდატ ცირა ბარამიძესთან
19 ივლისი, 2013
შეხვედრა თსუ-ს რექტორობის კანდიდატ ცირა ბარამიძესთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორობის კანდიდატ ცირა ბარამიძესთან შეხვედრა გაიმართა.
კანდიდატმა საარჩევნო პროგრამასა და უნივერსიტეტთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება უნივერსიტეტის ცხოვრებაში კატალიზატორის როლს თამაშობს და უნივერსიტეტის რექტორობის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენის მთავარი მიზეზი სწორედ ამგვარი მიდგომის დამსხვრევა და "თვისობრივად ახალი უნივერსიტეტის" იდეის განხორციელებაა.

"უნივერსიტეტს საუნივერსიტეტო იდეა, მხოლოდ და მხოლოდ, თავისუფლებაში შეუძლია განახორციელოს. თუ ის არის პოლიტიკურად მოტივირებული და დაპირისპირებული, ვერ შეძლებს მთავარი პრიორიტეტების განხორციელებას" - განაცხადა ცირა ბარამიძემ.

რექტორობის კანდიდატთან შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 16 აგვისტოს 14 საათზე გაიმართება და ახალი რექტორი ფარული კენჭისყრით აირჩევა. რექტორობის კანდიდატები კი გიორგი ქავთარაძე, ვლადიმერ პაპავა, ილია თავხელიძე, გიორგი ბარამიძე, მერაბ ცაგარელი, ცირა ბარამიძე, ირმა რატიანი, მარინა მუსხელიშვილი, მედეა ჩუხუა, მანანა ხაჩიძე, ინეზა მერაბიშვილი, მარინე ჩიტაშვილი, დავით გოცირიძე და ნონა წოწერია არიან.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary