ეკა აღდგომელაშვილის ლექცია „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში“
19 ივლისი, 2013
ეკა აღდგომელაშვილის ლექცია  „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში" ეკა აღდგომელაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - "სქესი, გენდერი, მედია".
მან დაწვრილებით ისაუბრა სამივე თემის ირგვლივ და ასევე 17 მაისის მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება.

"ჰომოფობიის პრობლემა დგას ჩვენ ქვეყანაში. მე ვფიქრობ, ჩემი კანის ფერი ან ეთნიკური წარმომავლობა არ შეიძლება, პრობლემა იყოს. პრობლემა არის საზოგადოების დამოკიდებულება ჩემ მიმართ, ეს დისკრიმინაციული დამოკიდებულებაა. დასავლეთში სულ სხვაგვარადაა, მათ კარნავალური კულტურა გააჩნიათ. ამით გვაშინებს დღევანდელი მედია, როდესავ აჩვენებს იმ სიუჟეტებს, სადაც შიშველი მამაკაცია ნაჩვენები. თუმცა კი, ესეც არის იმ კარნავალის შემადგენელი ნაწილი. ის ადამიანები, რომლებიც დღეს ეწინააღმდეგებიან მარშის ჩატარებას, ადრე ჰელოვინის ჩატარებასაც აპროტესტებდნენ. ჩვენ არ გაგვაჩნია კარნავალების კულტურა და ამიტომ გვაქვს მსგავსი რეაქციები" - აღნიშნა ეკა აღდგომელაშვილმა.

ლექციის დასკვნით ნაწილში დისკუსია გაიმართა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, კითხვები დაესვათ მომხსენებლისთვის. 

"ეს ერთ-ერთი საუკეთესო ლექცია იყო, რომელიც მე მომისმენია. ძალიან ვისიამოვნე, რადგან ჩემთვის საინტერესო თემებზე საუბრობდა. ბევრი კითხვაც დავუსვი. თუ კიდევ იქნება ქალბატონ ეკას ლექცია, აუცილებლად დავესწრები" - განაცხადა ერთ-ერთმა სტუმარმა სალომე ადამიამ.

ეკა აღდგომელაშვილი "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" (WISG) აღმასრულებელი დირექტორია. ის მუშაობს ლბ ქალთა საკითხებზე, აგრეთვე აკვირდება სიძულვილის ენის გამოყენებას ქართულ მედიაში.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary