,,Student Together’’-მა უნივერსიტეტებში ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა
20 ივლისი, 2013
,,Student Together’’-მა უნივერსიტეტებში ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თსუ-ში პროექტის "სტუდენტები გამჭვირვალობისათვის" მესამე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,Student Together"-ის წარმომადგენლები უძღვებოდნენ, რომლებიც ისეთ მნიშვნელოვან თემებზე საუბრობდნენ, როგორიცაა: სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა, უნივერსიტეტებში არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები. მათ დამსწრე საზოგადოებას სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნეს. კვლევის შედეგად გამოვლინდა სამი ძირითადი პრობლემა: სტუდენტთა ინდიფერენტულობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, კომუნიკაციის ნაკლებობა. 

ვიცეპრეზიდენტმა აკაკი ქორიძემ სამი ძირითადი რეკომენდაცია წარმოადგინა, რომლითაც შესაძლებელია არსებული პრობლემების გადაჭრა:
1) საჯარო შეხვედრები უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებთან;
2) სტუდენტთა გამოკითხვები, რომლებზე დაყრდნობითაც შემდეგ პრობლემების გადაჭრის გზები შემუშავდება;
3)სტუდენტთა დაკვალიანება და მათთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,Student Together"-ის პრეზიდენტის რუსუდან გონგლაძის თქმით, დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი არასამთავრობო ორგანზიაციებისათვის ,,სტუდენტები გამჭვირვალობისთვის" ჩატარებული კვლევის შედეგების წარდგენა იყო. 

,,გვინდოდა, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაგვეცნო ის პრობლემები, რომლებიც კვლევის დროს გამოიკვეთა და ამასთანავე, წარმოგვედგინა ჩვენ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. ჩვენ გავითვალისწინებთ დამსწრე საზოგადოებისგან მიღებულ რეკომენდაციებსა და შენიშვნებს და აუცილებლად დავხვეწავთ ამ ყველაფერს დასკვნითი კონფერენციისათვის" - აღნიშნა რუსუდან გონგლაძემ. 

"მივიჩნევ, დღევანდელი შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო, რადგან ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ცდილობს, უფრო გამჭვირვალე გახადოს საუნივერსიტეტო დაფინანსების საკითხები, ხოლო კვლევის შედეგები დაგვეხმარება მეტი მოტივაცია გვქონდეს, რომ ჩავერთოთ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და უფრო მეტად გავზარდოთ სასწავლო პროცესის ეფექტურობა" - აღნიშნა ოლიკო ვარდიშვილმა, რომელიც ესწრებოდა აღნიშნულ ღონისძიებას. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary