თამარ სანიკიძემ სტუდენტებს სასტიპენდიო პროგრამის სიახლეები გააცნო
23 ივლისი, 2013
თამარ სანიკიძემ სტუდენტებს სასტიპენდიო პროგრამის სიახლეები გააცნო ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებსაც სამინისტრო მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებების სხვადასხვა პროგრამაზე სწავლას უფინანსებს.


მინისტრმა აღნიშნა, რომ წელს პირველად სასტიპენდიო პროგრამა "ცოდნის კარი" სახეცვლილებებით ჩატარდა - "წინა წლებში, ძირთადად, მაგისტრატურის სტუდენტები ფინანსდებოდნენ, ხოლო წელს ბაკალავრიატის სტუდენტებსაც მივეცით ამის შესაძლებლობა. წელს ასევე გვაქვს ისეთი შემთხვევა, როდესაც 100%-ით დავაფინანსეთ სტუდენტი. ვფიქრობ, კომისიამ ძალიან კარგად იმუშავა და, რასაკვირველია, ეს პროგრამა მომავალში უფრო დაიხვეწება" - განაცხადა თამარ სანიკიძემ. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მინისტრმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა, წარმატება უსურვა მათ და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი მოტივირებული და ნიჭიერი ახალგაზრდები მრავლად იქნებიან, ხოლო სამინისტრო ყოველთვის მზად იქნება მათ დასახმარებლად.

სასტიპენდიო პროგრამას "ცოდნის კარი" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2010 წლიდან ახორციელებს.

2013 წელს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე 375 განაცხადი შევიდა. მათგან 77 სტუდენტი (29 ბაკალავრი, 45 მაგისტრი, 3 დოქტორი) დაფინანსდა.

თამარ სანიკიძე ჟურნალისტების სხვა შეკითხვებსაც უპასუხა სკოლის მიმდებარე ტერიტორიების გასხვისების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით ერგოთ და ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით შეეცდებიან, მოაგვარონ აღნიშნული საკითხი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary