"ჭეშმარიტება, აბსურდი და სიმულაცია" სამხატვრო აკადემიაში
23 ივლისი, 2013
"ჭეშმარიტება, აბსურდი და სიმულაცია" სამხატვრო აკადემიაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სამხატვრო აკადემიის საგამოფენო სივრცეში აკადემიის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა თემაზე - "ჭეშმარიტება, აბსურდი და სიმულაცია".
ფილოსოფიის ლექტორის ლევან ღამბაშიძის თქმით, გამოიყო ორი ძირითადი თემა: აბსურდი და სიმულაცია, ხოლო კურსის გავლის შემდეგ გადაწყდა, რომ სტანდარტული გამოცდის ნაცვლად სტუდენტებს თავიანთი ცოდნა პრაქტიკული დავალებით გამოევლინათ. "ნამუშევრებს სამი ძირითადი თემა აქვს: ჭეშმარიტება, აბსურდი და სიმულაცია. სტუდენტები მუშაობდნენ ჯგუფურად და ინდივიდუალურადაც. შესრულებულია ასზე მეტი ნამუშევარი".

"გრაფიკაზე ვსწავლობ, გამოცდისთვის ასეთი სახის მიცემა სტუდენტების გადაწყვეტილება იყო და ლექტორმაც ხელი შეგვიწყო. მე აბსურდის თემაზე ვიმუშავე, ზოგადად, ძალიან კარგი გამოფენაა, რაც ლექტორის დამსახურებაც არის" - აღნიშნა სტუდენტმა ქრისტინა კიკნაველიძემ.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო სტუდენტ მარიამ სულაქველიძის ნამუშევარიც. "მე ფერწერაზე ვსწავლობ. გამოფენაზე წარმოდგენილია, როგორც ფერწერის ჯგუფის ნამუშევრები, ასევე არქიტექტორების, გრაფიკოსების, მოქანდაკეების ნამუშევრებიც. ჩემი ნაშრომი სიმულაციის თემაზეა. თვითონ "სიმულაკრა" ნიშნავს ასლისგან დაშორებულ ნახატს, რომელსაც დედანი არ გააჩნია, რაღაცით მიაგავს, თუმცა, ის არ არის მაინც ასლი".

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary