დისკუსია თემაზე - „არასრულწლოვანი პატიმრები - არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები“
24 ივლისი, 2013
დისკუსია თემაზე - „არასრულწლოვანი პატიმრები - არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ახალგაზრდული პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით დისკუსია გაიმართა თემაზე - "არასრულწლოვანი პატიმრები - არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები".

შეხვედრას საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულების დირექტორი ტატო ქელბაქიანი. სტუმრებმა მიმოიხილეს დღეს ამ სფეროში არსებული მდგომარეობა, ისაუბრეს როგორც გატარებულ რეფორმებზე, ასევე მომავალში დაგეგმილ ცვლილებებზე. 

შეხვედრის ძირითადი დრო კითხვა-პასუხის რეჟიმს დაეთმო. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხეს მიწვეულმა სტუმრებმა.

"არასრულწლოვანთა მიმართ სწორი მიდგომაა საჭირო, ჩვენ ვცდილობთ, მათ მოტივირებას, რათა მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში, ჩაერთონ ფეხბურთისა თუ რაგბის წრეში, ან დაკავდნენ სხვადასხვა ხელობით, ეს ყველაფერი მათთვის აუცილებელია. ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსთან, ჩვენი თანამშრომლობის შედეგად უამრავი სასარგებლო პროექტი განხორციელდა და მომავალშიც იგეგმება მსგავსი ღონისძიებები" - აღნიშნა არასრულწლოვანთა დაწესებულების დირექტორმა ტატო ქელბაქიანმა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary