22 ივლისს ბათუმში მომხდარი 16 წლის გოგონას სავარაუდო მკვლელის ვინაობა დადგენილია.
გამოძიებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული პირი 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როოინთანია, რომელიც საქართველოში სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან 23 ივნისს შემოვიდა და 22 ივლისს საქართველოს ტერიტორია ასევე სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნული პირის დასაკავებლად მოლაპარაკებებს თურქ კოლეგებთან უკვე აწარმოებს.
შეგახსენებთ, რომ 16 წლის გოგონას ცხედარს ბათუმის ახალ ბულვარში გუშინ მიაკვლიეს. მას ყელის არეში ჭრილობა აღენიშნებოდა და თავზე ქვა ჰქონდა დადებული.