დისკუსია ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის შესახებ
24 ივლისი, 2013
დისკუსია ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის შესახებ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისკუსია გაიმართა თემაზე - "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დისკრიმინაცია და ქართული საკანონმდებლო სივრცე".

დისკუსიის ფარგლებში განიხილეს კანონპროექტი ანტიდისკრიმინაციის შესახებ. აღნიშნული კანონპროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გარდა, მოიცავს ყველას, ვინც, შესაძლოა, გახდეს ან ყოფილა დისკრიმინაციის მსხვერპლი. კანონპროექტის მიხედვით, დაუშვებელია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სოციალური სტატუსის, ეთნიკური წარმომავლობის, გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციის, მრავალშვილიანობის ან ორსულობის, რელიგიური მრწამსის, პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა ნებისმიერი მიზეზით. 

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: უსინათლოთა კავშირის წარმომადგენელმა თამაზ მუქერიამ, უფლებადამცველმა თამარ გურჩიანმა, სოციალურ მუშაკთა წარმომადგენელმა სალომე ნამიჭეიშვილმა, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა ბექა ძამიაშვილმა.

"ჩვენ ვახორციელებთ პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით. პროექტის სახელწოდებაა "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადამიანის უფლებების პროცესში". ამ პროექტის ფარგლებში ვაწყობთ მრგვალ მაგიდას და განხილვის თემა არის ახალი კანონპროექტი. ეს კანონპროექტი მნიშვნელოვანია თავისი დატვირთვით. თუ ამ კანონმა დაარეგულირა ურთიერთობები ადამიანებს შორის, ე.ი ადმინისტრაციასა და მუშაკებს შორის ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ამ კანონპროექტში მნიშვნელოვანია 22-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტური ინფრასტრუქტურის შექმნას" - განაცხადა თამაზ მუქერიამ და დასძინა, რომ ეტლით მოსარგებლეებისა და უსინათლოებისთვის ძნელია გადაადგილება, უნდა მოხდეს შენობებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესაბამისად მოწყობა. "ჩვენ ასევე ვახორციელებთ პროექტს, რომელიც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომის რეალიზაციას, ამაში მოიაზრება იმ სოციალური და ფიზიკური გარემოს შექმნა, რაც შესაძლებლობას მისცემს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მოახდინონ შრომის რეალიზება" - აღნიშნა უსინათლოთა კავშირის წარმომადგენელმა.

კანონპროექტის პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა ბექა ძამიაშვილმა გამართა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary