,,ტოლერანტობის საღამო“ ქუთაისში
25 ივლისი, 2013
,,ტოლერანტობის საღამო“ ქუთაისში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის ჰოლში ,,ტოლერანტობის საღამო" გაიმართა.
ღონისძიებაში ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ამერიკელმა, უკრაინელმა, ნიგერიელმა, ინდოელმა და ქართველმა მონაწილეებმა თავიანთი კულტურა და ტრადიციები გააცნეს ერთმანეთს.

საღამო სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა ,,თაობათა დიალოგი" მოაწყო. ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და წამყვანმა თიესა მორჩაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა - ,,დღევანდელი საღამოს მიზანია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირება, თავიანთი კულტურის, ტრადიციების გაცნობა ფოლკლორით, სამოსითა და სამზარეულოთი".

საღამოზე მისულმა ერთ-ერთმა სტუმარმა ანა რეხვიაშვილმა გვითხრა - ,,Global village-ის პროექტი მთელ მსოფლიოშია ცნობილი და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ქუთაისშიც ჩატარდა მსგავსი საღამო. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობენ სხვადასხვა ქვეყნის კულტურების გაცნობასა და დაახლოებას. ვიმედოვნებ, მომავალ წელსაც ჩატარდება ასეთი ღონისძიება და მასში უფრო მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას".

უკრაინელმა მონაწილემ, ანდრეანა ნაზარმაც გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილება - ,,ვსწავლობ უკრაინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. საქართველოში ჩამოვედი ერთი თვის წინ. დღევანდელი საღამოთი ძალიან კმაყოფილი ვარ, არც კი მეგონა, თუ ასეთი კარგი იქნებოდა. გავიცანი ძალიან ბევრი სტუდენტი და დღეს აქ ვარ იმისთვის, რომ მათ გავაცნო ჩემი ქვეყანა უკრაინა და ჩვენი მდიდარი კულტურა. აქ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანია მოსული, მოხარული ვარ, რომ გავიცანი თანატოლები ინდოეთიდან, ნიგერიიდან. აქ მართლაც ძალიან კარგი გარემოა".

,,ტოლერანტობის საღამო" ,,მაკნატუნას" სპონსორობით ჩატარდა, მხარდამჭერი კი ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრი იყო.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary