„საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“ პარლამენტს რეკომენდაციებით მიმართავს
26 ივლისი, 2013
„საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“ პარლამენტს რეკომენდაციებით მიმართავს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას ასოციაციის რეკომენდაციები და შეფასება წარუდგინეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

ასოციაციის განცხადებით, ისინი მომავალშიც აპირებენ მონიტორინგს და აქტიურად იქნებიან ჩართულნი ამ პროცესში. ასოციაცია მიესალმება ბოლო პერიოდში მომხდარ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

"რაც შეეხება უშუალოდ წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე "საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის" პოზიციას, აღნიშნულთან დაკავშირებით მომზადდა სარეკომენდაციო პაკეტი, რომელიც უახლოეს დღეებში გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს და საჯაროდ გამოქვეყნდება. კერძოდ, ხსენებულ დოკუმენტში დადებითადაა შეფასებული საქართველოს კონსტიტუციიდან 29-ე მუხლის მე-11 პუნქტის ამოღება, რადგან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირისთვის უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის დაკავების შეზღუდვა არ წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ქმედით მექანიზმს, უფრო მეტიც, აღნიშნული ნორმით ხდება ამომრჩევლის შეზღუდვა, ხმა მისცეს მისთვის სასურველ კანდიდატს, თუნდაც ის იყოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი" - აღნიშნა "საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის" პრეზიდენტმა თორნიკე ჭეიშვილმა.

მან საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის ეფექტურ მუშაობასა და პროცესში საპარლამენტო უმცირესობის პასიურობაზეც გაამახვილა ყურადღება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary