უესტმინსტერის უნივერსიტეტის დელეგაცია თსუ–ში
26 ივლისი, 2013
                   უესტმინსტერის უნივერსიტეტის დელეგაცია თსუ–ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უესტმინსტერის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია.
დელეგაციის ხელმძღვანელმა პროფესორმა ჯეინ ლიუისმა თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრე კვიტაშვილს სიგელი გადასცა. დელეგაციამ ქართველ კოლეგებთან მომავალი თანამშრომლობის სტრატეგიულ მიმართულებებზე მოლაპარაკება გამართა.

"პროექტის წარმატებაში თსუ-მ, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონული ცენტრი იყო, დიდი წვლილი შეიტანა. დიდი მადლობა უესტმინსტერის დელეგაციას ამ ჯილდოსთვის. პროექტის შედეგად ძალიან წარმატებული სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა, რომელიც უნივერსიტეტში განხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ ტემპუსის პროგრამა დასრულდა, ჩვენ გავაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას და დარწმუნებული ვარ, მსგავსი პროექტები დაეხმარება უნივერსიტეტს ინტერნაციონალიზაციის კუთხით" - განაცხადა თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

"პროგრამა ხელს უწყობს ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში უმაღლესი განათლების განვითარებას და ვიმედოვნებ საქართველოსა და თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტთან მომავალშიც ვითანამშრომლებთ" - განაცხადა უესტმინსტერის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანმა ჯეინ ლიუისმა.

პროექტში იტალიის, საფრანგეთის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტები მონაწილეობდნენ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary