თსუ-ში მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა
29 ივლისი, 2013
თსუ-ში მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა.

ღონისძიება ერთ-ერთ კურსდამთავრებულს მიჰყავდა. თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა წარმატებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა, მათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ალექსანდრე კვიტაშვილმა საკუთარი წარმატების ფორმულაზეც ისაუბრა და ახალგაზრდებს გამოცდილება გაუზიარა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს პირველი შემხთხვევაა, როდესაც უნივერსიტეტი მაგისტრანტებს ასეთ გაცილებას უწყობს და იმედი გამოთქვა, რომ ეს მომავალში ტრადიციად იქცევა. რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზი გაუსვა ახალგაზრდა განათლებული თაობის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებაში და იმას, თუ რა დიდი წვლილი შეაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამ საქმეში. 

ცერემონიაზე ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ. მან აღნიშნა, რომ საამაყოა, გერქვას ასეთი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. დავით ლორთქიფანიძემ მაგისტრებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი თავიანთ პრინციპებსა და ღირებულებებს არ გადაუხვევენ. 

ღონისძიების დასასრულს სტუდენტური ჰიმნი შესრულდა.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary