საჯარო დისკუსია ორჰან ფამუქის შემოქმედების შესახებ
30 ივლისი, 2013
საჯარო დისკუსია ორჰან  ფამუქის  შემოქმედების  შესახებ  ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ორჰან ფამუქის შემოქმედების შესახებ საჯარო დისკუსია გაიმართა.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარებული კლევის შედეგად დადგინდა, რომ ქართველ მკითხველებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ორჰან ფამუქის შემოქმედება. 

დისკუსიას ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორმა ემზარ ჯგერენაიამ უმასპინძლა.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ ფამუქის ქართულ ენაზე მთარგმნელები და თანამედროვე თურქული ლიტერატურის სპეციალისტები: ნანა ჯანაშია, თამარ ალფენაძე, ქეთევან ტომარაძე, ეკა ახვლედიანი.

"დღეს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საზოგადოება შეხვდა ცნობილი თურქი მწერლის - ფამუქის ქართველ მთარგმნელებს და ვისაუბრეთ მწერალზე, თარგმნის პრობლემებზე, ქართულ მთარგმნელობით კულტურაზე. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა იყო, რადგან ფამუქის შემოქმედებას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს საქართველოში" - აღნიშნა ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორმა ემზარ ჯგერენაიამ.

"ფამუქი არის არაჩვეულებრივი მთხრობელი. ის ძალიან რთული და მრავალფეროვანია" - განაცხადა ქეთევან ტომარაძემ.

დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდათ, გამოეთქვათ საკუთარი აზრი და დაესვათ კითხვები.

როგორც დისკუსიაში მონაწილეებმა აღნიშნეს, ორჰან ფამუქს საქართველოში ჩამოსვლის დიდი სურვილი აქვს და, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ესტუმრება ჩვენს ქვეყანას.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary