"თავისუფალი ასოციაციის" მიმართვა მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს
31 ივლისი, 2013
"თავისუფალი ასოციაციის" მიმართვა მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კოლეგებო, ჟურნალისტებო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებო, მოგახსენებთ, რომ 20 ივლისს ვებჟურნალში "თავისუფალი ასოციაცია" განთავსდა სტატია სახელწოდებით "საბუთიანი ქალიშვილობა 175 ლარად". თავს ვალდებულად ვთვლით, კიდევ ერთხელ გავაკეთოთ მოკლე განმარტება.
სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია გავრცელდა სხვადასხვა საშუალების მიერ გარკვეული სახეცვლილებით, გამოიყენეს სიტყვები: მოწმობა, ცნობა. აღნიშნულმა ფაქტმა გავრცელებულ ინფორმაციას დატვირთვა შეუცვალა.

ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 30 ივლისს გავრცელებული განცხადებით ე.წ. ქალიშვილობის მოწმობების, ცნობების გაცემა უარყო.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განცხადება გავრცელდა სხვადასხვა საშუალებით, ასევე გარკვეული სახეცვლილებით.

გარკვეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის ნახვის შემდეგ დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაციის სისწორეში შეიძლებოდა ეჭვი ვინმეს შეეტანა, მიუხედავად იმისა, რომ "თავისუფალი ასოციაცია" არსად იყო მითითებული, ჩვენ ვგრძნობთ და ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ინფორმაციის სისწორეზე, რომელიც ჩვენზე დაყრდნობით გავრცელდა სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ. ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ნამდვილად შეესაბამება სინამდვილეს და ეყრდნობა წყაროებს, რასაც თითოეული სტატიის მომზადებისას დიდი ყურადღება ეთმობა.

დღეს კიდევ ერთხელ მივმართეთ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პრესსამსახურს, ავუხსენით, რომ გვინდოდა მიმართვის გავრცელება. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პრესსამსახურის სოფო დვალიშვილის თქმით, ქალიშვილობის დადგენაზე ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ძირითადად საგამოძიებო ორგანოები მიმართავენ, რომელიც მომართვიანობის 99.99%-ს შეადგენს. ჩვენს კითხვაზე, თუ ხვალ გადავწყვეტდით და მივიდოდით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ქალიშვილობის დასადგენად, მივიღებდით თუ არა რაიმე სახის დოკუმენტს, საბუთს? სოფო დვალიშვილმა აღნიშნა, რომ მივიღებთ ექსპერტიზის დასკვნას წერილობითი სახით.

მოწოდებული ინფორმაციის შეთანხმების შემდეგ გვითხრა, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებს და შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ მათ მიერ გავრცელებული განცხადებით, ის ინფორმაცია კი, რაც ზემოთ მოგვაწოდა, მისი თქმით, პირად საუბარში გვითხრა.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენს მოწმობას ან ცნობას, რაც ბუნებრივია, ჩვენს სტატიაში არც გვქონდა ნახსენები. გთხოვთ, ნუ მოახდენთ არასწორ ინტერპრეტაციას.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary