"კინოდოკუმენტალისტიკის საზაფხულო სკოლა" კავკასიის სერთაშორისო უნივერსიტეტში
01 აგვისტო, 2013
"კინოდოკუმენტალისტიკის საზაფხულო სკოლა" კავკასიის სერთაშორისო უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ტელე და რადიოსტუდიები, ასევე სამონტაჟო კაბინეტი შეიქმნა, სადაც სტუდენტებს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეუძლიათ.
ამჟამად სტუდიებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები დოკუმენტურ ფილმებზე მუშაობენ.
ფილმების მომზადება "კინოდოკუმენტალისტიკის საზაფულო სკოლის" ფარგლებში მიმდინარეობს.

სულხან მელაძემ თავისი საგნის, სატელევიზიო დოკუმენტალისტიკის, მეშვეობით სტუდენტებთან ერთად ჯერ თეორიული ნაწილი გაიარა, შემდეგ კი ფილმების იდეებზე ფიქრი დაიწყო, რაც თავისთავად, საინტერესო რესპონდენტების შერჩევასა და კადრებზე ზრუნვას გულისხმობდა. მას შემდეგ, რაც სცენარებმა დასრულებული სახე მიიღო, პროცესში დავით ძიძიშვილი ჩაერთო, რომელიც შესაბამისი ანტურაჟისა და შესაფერისი ხმის შერჩევაზეა პასუხისმგებელი. სწორედ მისი ძალისხმევით ხდება ერთი შეხედვით უმნიშვნელო, სინამდვილეში კი არსებითი დეტალების გააზრება და მათი სისრულეში მოყვანა.

"მონტაჟს წინ დიდი პროცესი უძღვის, რომლის დროსაც სტუდენტები თემას ამუშავებენ, მასალებს ეძებენ და სცენარს წერენ, საბოლოოდ კი, მთელი მასალა თავს იყრის უნივერსიტეტის სამონტაჟო სტუდიაში, განიხილება სცენარი და იწყება მზადება ხმის ჩასაწერად. მზა მასალა გადაგვაქვს კომპიუტერში, სადაც უკვე ფილმი უნდა აიწყოს. სტუდენტები მონტაჟის პროცესში სწავლობენ ფილმში მუსიკის გამოყენების თავისებურებას, შინაარსის მიხედვით კადრების მონაცვლეობას... მოკლედ, ეს ერთგვარი სასწავლო პროცესია, რომელიც პრაქტიკული სამუშაოებით ხორციელდება" - განმარტავს დავით ძიძიშვილი.

პროგრამის ხელმძღვანელი და ჟურნალისტიკის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნინო ჭალაგანიძე სამუშაოს ყველა ეტაპის განხორციელებაში აქტიურად იღებს მონაწილეობას, ეცნობა იდეებსა და ზრუნავს საჭირო დოკუმენტური კადრებისა თუ რესურსების მოძიებაზე. იდეის ავტორი სულხან მელაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 2012-2013 სასწავლო წელს ლექციების წასაკითხად მიიწვია. III კურსის სტუდენტებმა არჩევითი საგნებიდან ყურადღება შეაჩერეს კინოდოკუმენტალისტიკაზე, რასაც შედეგად აღნიშნული პროექტი მოჰყვა.

"სასწავლო პროცესმა მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ასეთია ჩემი ხედვა და სწორედ ამ ხედვამ მოიტანა ეს იდეა. სტუდენტები კმაყოფილები არიან და ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ისინი უკვე დოკუმენტური ფილმების სცენარის ავტორები არიან. სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ ქალბატონ ნინო ჭალაგანიძესთან ერთად დაიბადა კინოდოკუმენტალისტიკის საზაფხულო სკოლის იდეა. სკოლის ფარგლებში სამი ფილმი მომზადდა და იმედია, მას წინა პერიოდის ფილმებთან ერთად მალე იხილავს მაყურებელი. მთავარი მსაჯული სწორედ ის არის" - აღნიშნავს იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი სულხან მელაძე.

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ ჯავახიშვილი, რომლის თქმითაც, დოკუმენტურ ფილმებზე მუშაობის პროცესი შრომატევადი, მაგრამ საინტერესო იყო. ის ასევე ამბობს, რომ მათივე მიმართულების ხელმძღვანელის ნინო ჭალაგანიძის შეთავაზებით, მათ ახალ ფილმებზე მუშაობა უკვე "კინოდოკუმენტალისტთა საზაფხულო სკოლაში" შეეძლებოდათ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფილმების პრეზენტაცია ახალ სასწავლო წელს იგეგმება.

"უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მომდევნო წლიდან სიახლეებს გვპირდება და ზუსტად ვიცი, რომ ძალიან საინტერესო პროექტებს შემოგვთავაზებენ და სტუდენტების მხრიდანაც უფრო მეტი დაინტერესება იქნება" - აღნიშნავს მარიამ ჯავახიშვილი.

პროექტში მონაწილეობდა ასევე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი ლიზა მეტრეველი. მისი თქმით, სტუდენტებს დოკუმეტალისტიკის საზაფხულო სკოლამ თემების არჩევის მხრივ სრული თავისუფლება მისცა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary