700-მდე აბიტურიენტი მეორადი ჩარიცხვის უფლებით ისარგებლებს
02 სექტემბერი, 2013
700-მდე აბიტურიენტი მეორადი ჩარიცხვის უფლებით ისარგებლებს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ და 700-მდე აბიტურიენტის საინიციატივო ჯგუფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის გადაწყვეტილება სტუდენტთა მეორადი ჩარიცხვის შესახებ დადებითად შეაფასეს.

საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ განაცხადა, რომ 10 დღის ვადაში გაირკვევა სხვადასხვა უნივერსიტეტში ვაკანტური ადგილების რაოდენობა და ის, თუ სად გააგრძელებს სწავლას 700-მდე აბიტურიენტი. 

"საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის წარმომადგენლები და 700-მდე აბიტურიენტის საინიციატივო ჯგუფი მადლობას ვუხდით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს და მივესალმებით აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 700-მდე აბიტურიენტის ცხოვრება სრულიად სასიკეთოდ შეიცვალა" - განაცხადეს საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ და 700-მდე აბიტურიენტის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა. 

როგორც ცნობილია, 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 28 401 აბიტურიენტი ჩაირიცხა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. თუმცა, 700-მდე აბიტურიენტმა გადალახა ერთიანი ეროვნული გამოცდების მიერ დაწესებული მინიმალური ზღვარი, მაგრამ ისინი კონკურენციის პირობებში ვერ ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში. იქიდან გამომდინარე, რომ მეორადი ჩარიცხვის უფლება გაუქმებული იყო, მათ არ ეძლეოდათ საშუალება უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების. ამიტომ, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგამ, აბიტურიენტებმა და მათმა მშობლებმა თხოვნით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, რომ დარჩენილი 700-მდე აბიტურიენტისთვის მიეცა სწავლის გაგრძელების საშუალება მეორადი ჩარიცხვის გზით. თამარ სანიკიძის გადაწყვეტილებით, ეს აბიტურიენტები მეორადი ჩარიცხვის უფლებით ისარგებლებენ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary