"რედ ბულის" ახალი პროექტი "რედ ბულ გერგეთითი"
03 სექტემბერი, 2013
 "რედ ბულის" ახალი პროექტი "რედ ბულ გერგეთითი" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"რედ ბული" ახალ პროექტს "რედ ბულ გერგეთითს" იწყებს. ღონისძიება გუნდურ შეჯიბრს გულისხმობს სპორტის ოთხ დისციპლინაში. ესტაფეტა 14 სექტემბერს 10 საათზე აიღებს სტარტს.
რეგისტრაციის ბოლო ვადა 7 სექტემბერია. მსურველებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ექსტრემალური სპორტის შემდეგ სახეობებში: კაიაკი, მეკლდეურობა, სამთო ველოსიპედი და სამთო სირბილი. შეჯიბრი საქართველოში სტეფანწმინდის მთიან რეგიონში ტარდება, კერძოდ, კავკასიის მთების სამხრეთ ნაწილში.

გუნდი ოთხი მონაწილისაგან უნდა შედგებოდეს: კაიაკერის, მეკლდეურის, სამთო ველოსიპედისტისა და სამთო მორბენალისგან. შეჯიბრში მონაწილეობისათვის რეგისტრაციის გავლაა საჭირო. პროექტში დაწესებულია ასაკობრივი ცენზი. ესტაფეტაში მონაწილეობა მხოლოდ სრულწლოვან ექსტრემალებს შეუძლიათ. რეგისტრაცია 8 აგვისტოს დაიწყო და ამჟამად საქართველოს გარდა, აშშ-ს, რუსეთის, ლატვიის, უკრაინისა და აზერბაიჯანის გუნდებს აქვთ მონაწილეობის სურვილი ოფიციალურად გამოთქმული.

ორგანიზატორთა ჯგუფი ინდივიდუალურ მონაწილეებს ხელს შეუწყობს გუნდის დაკომპლექტებაში. პროექტის საპრიზო ფონდი 3000 ევროს შეადგენს, რომელიც სხვადასხვა დისციპლინაში გამარჯვებულებზე გადანაწილდება. "რედ ბულ გერგეთითში" მონაწილეობა ფასიანია. ორგანიზატორები არ უზრუნველყოფენ ტრანსპორტირებას. სტეფანწმინდის რეგიონში კი, "რედ ბულ გერგეთითს" მონაწილეთა კემპინგისათვის სპეციალური ადგილი ექნება გამოყოფილი. დარეგისტრირებულ გუნდებს უნდა ჰქონდეთ მონაწილეობისათვის ყველა საჭირო აღჭურვილობა. პროექტის ხელმძღვანებლები მიიჩნევენ, რომ "რედ ბულ გერგეთითი" აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე პრესტიჟული გუნდური შეჟიბრი იქნება.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary