არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა პრემიერს
03 სექტემბერი, 2013
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა პრემიერს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"უფლებადამცველთა გაერთიანება", "ახალგაზრდა
ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" და "ახალგაზრდა ადვოკატები" ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ.

დღეს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრემიერს სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის სპეციალური ფონდის შექმნა შესთავაზეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებადამცველთა გაერთიანების" პრეზიდენტის, ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, დღესდღეობით საქართველოში სამოქალაქო სექტორი გაიგივებულია 2-3 ორგანიზაციასთან. მისი თქმით, ის პროექტები, რომლებზეც მისი ორგანიზაცია მუშაობს (გარემოს დაცვის კუთხით, უსაფრთხოების მხრივ და სხვა) მხოლოდ შემოწირულობების დახმარებით ხორციელდება.

"უფლებადამცველთა გაერთიანების" მოსაზრებას იზიარებენ "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციისა" და "ახალგაზრდა ადვოკატების" პრეზიდენტები. ისინი
პრემიერს წინადადებით მიმართავენ, შეიქმნას სპეციალური ფონდი სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის, რომელიც არ იქნება მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაციაზე ორიენტირებული და გასცემს გრანტებს სხვა, შედარებით პატარა ორგანიზაციებისთვისაც.

ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის სპეციალურად შექმნილი ფონდი პრემიერის პირადი ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary