კონფერენცია ელექტრონულ სივრცეში ქართული ენის ჩართვასთან დაკავშირებით
04 სექტემბერი, 2013
კონფერენცია ელექტრონულ სივრცეში ქართული ენის ჩართვასთან დაკავშირებით ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია "ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები" ტარდება.

პროექტში მონაწილეობს საქართველოს თითქმის ყველა უნივერსიტეტის, ასევე რუსეთის, გერმანიის, შვედეთის, ლიტვისა და შვეიცარიის უნივერსიტეტების წარმომადგენლები. კონფერენციის ძირითადი თემაა ქართული ენის დამკვიდრება თანამედროვე ტექნოლოგიებში.

კონფერენციის მიზანია, ელექტრონულ სივრცეში ქართული ენის სრულფასოვანი ჩართვისთვის გაწეული სამუშაოების წარმოდგენა, შედეგების შეჯამება და გამოცდილების ურთიერთგაზიარება.

21-ე საუკუნეში ენათა სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობაა ენობრივ მონაცემთა დამუშავება თანამედროვე ტექნოლოგიებით. სწორედ ამიტომ, საჭიროა, ელექტრონულ სივრცეში ქართული ენის სრულფასოვანი ჩართვა: ტექსტური კორპუსების, ელექტრონული ბიბლიოთეკების, ენის ელექტრონული სწავლებისა და სათარგმნი პროგრამების შექმნა.

სხდომა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თავმჯდომარემ ლალი ეზუგბაიამ გახსნა, სიტყვით გამოვიდნენ პროექტის ორგანიზატორები და თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა. 

თსუ-ს წარმომადგენლის ქეთევან გოჩიტაშვილის თქმით, ეს კონფერენცია 2 წელიწადში ერთხელ იმართება. პირველი სხდომა 2009 წელს ჩატარდა, მეორე - 2011 წელს და მესამე დღეს, 4 სექტემბერს გაიხსნა და ხვალ დაიხურება. 

ღონისძიების ორგანიზატორები არიან თსუ-ს ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary