ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის წარმომადგენლების შეთავაზება ბიძინა ივანიშვილს
04 სექტემბერი, 2013
"პრაიმტაიმის" პრესკლუბში ქართულ-ინგლისური გაზეთის "Georgian digest"-ისა და "საერთაშორისო იურიდიული ბიურო ABC ჯგუფის" წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს "მეცხრე არხის" გაყიდვა-გასხვისების შესახებ.

მათი განცხადებით, ისინი უერთდებიან ლაშა ჩხარტიშვილის, "ინფო 9"-ისა და "მეცხრე არხის" გადარჩენის კომიტეტის საქმიანობას და მიიჩნევენ, რომ "მეცხრე არხის" მოქალაქეებისთვის გადაცემა და სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა იქნება ერთადერთი რეალური გამოსავალი. 

"დღესდღეობით დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული საინფორმაციო საშუალების არსებობის შენარჩუნებას, განსაკუთრებით, ტელევიზიის. ამიტომ, ჩვენი გაზეთის რედაქციასა და ჟურნალისტებს მიგვაჩნია, რომ "მეცხრე არხის" საბოლოო დახურვა ცუდი შედეგების მომტანი იქნება და მივესალმებით ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებულ წინადადებას არხის მოქალაქეების მფლობელობაში გადაცემასთან დაკავშირებით" - აღნიშნა გაზეთ "Georgian digest"-ის წარმომადგენელმა რუსა გვაზავამ.

"საერთაშორისო იურიდიული ბიურო ABC ჯგუფი" აქტიურად მუშაობს საინიციატივო ჯგუფთან ერთად და გეგმავს ბიძინა ივანიშვილისთვის პირობების შეთავაზებას. "ჩვენ, იურისტები, აქტიურად ვიმუშავებთ საინიციატივო ჯგუფთან ერთად და "მეცხრე არხის" მფლობელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს შევთავაზებთ პირობებს, რომლებიც სამართლებრივად და მორალურად მისაღები იქნება და ვიმედოვნებთ, ბატონი ბიძინა ამას გაითვალისწინებს" - განაცხადა "საერთაშორისო იურიდიული ბიურო ABC ჯგუფის" წარმომადგენელმა ლიკა ბითაძემ.

გარდა ამისა, რამდენიმე დღეში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელზეც "ინფო 9"-ისა და "მეცხრე არხის" გადარჩენის კომიტეტთან ერთად მოიწვევენ ყველა დაინტერესებულ პირს, სადაც ორგანიზატორები დეტალურად განიხილავენ ამ შემოთავაზებას.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary