საქველმოქმედო აქცია ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის დასახმარებლად
05 სექტემბერი, 2013
საქველმოქმედო აქცია ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის დასახმარებლად ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია ჩატარდა.


აქცია დილის 10 საათზე იუსტიციის სახლთან დაიწყო, შემდეგ ვაკის პარკში გაგრძელდა, ხოლო საღამოს წყნეთში დასრულდება. შეგროვებული თანხა ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრს გადაეცემა. ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბი, ძირითადად, ქველმოქმედებითაა დაკავებული. მათი სპონსორია სარეკლამო კომპანია "არტ-დიაილი", რომელმაც ამ დღისთის ბანერი დაუმზადათ. როგორც მისმა პრეზიდენტმა მურთაზ თაკალაძემ გვითხრა, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კლუბი ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრს ეხმარება: "მათ საპარტიარქო აფინანსებს, თუმცა, ეს საკმარისი არაა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მათი დახმარება. დიდი იმედი გვაქვს, ჩვენი შეწირული თანხა შეუმსუბუქებს მათ მდგომარეობას" - აღნიშნა მურთაზ თაკალაძემ. 

აქციაზე იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც უკრავდნენ სხვადასხვა ინსტრუმენტზე და ასე ცდილობდნენ თანხის შეგროვებას. ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბი ქველმოქმედებასთან ერთად ახორციელებს ისეთ პროექტებს, როგორიცაა ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?" და ასევე თანაორგანიზატორია იურიდიული განათლების სემინარებისა, რომელიც იუსტიციის სახლთან თანამშრომლობით ტარდება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary