თამარ სანიკიძე თბილისის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების 200 სტუდენტს შეხვდა
06 სექტემბერი, 2013
თამარ სანიკიძე თბილისის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების 200 სტუდენტს შეხვდა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებების 200 სტუდენტს შეხვდა და უმაღლესი განათლების მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

წელს პირველად, სოციალური პროგრამის ფარგლებში, ორჯერ მეტი სტუდენტი დაფინანსდება. 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის 2 560 000 ლარია გამოყოფილი. გასულ სასწავლო წელს ეს თანხა 1 118 208 ლარს შეადგენდა. ამ პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდებიან 2011-2012 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. გარდა ამისა, დაფინანსდებიან მაგისტრანტებიც. 2013-2014 სასწავლო წელს ჩარიცხულ მაგისტრანტთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსებისთვის 205 000 ლარია გამოყოფილი. 

სახელმწიფო დოქტორანტურაში სწავლასაც დააფინანსებს, რაზეც 1 მილიონი ლარია გამოყოფილი. 

გაორმაგდა 2013 წელს ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო დაფინანსების წლიური მოცულობა და პროგრამის "სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს" ბიუჯეტი.


სახელმწიფო გეგმავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის 2013-2014 სასწავლო წლის ზამთრისა და ზაფხულის სკოლების ორგანიზებას ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის უფროსის მამუკა ბერიაშვილის განცხადებით, მიწვეულნი იქნებიან უცხოელი პროფესორები და სწორედ ისინი ჩაატარებენ ინტენსიურ ლექცია-სემინარებს. სამივე საფეხურის სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს ზაფხულისა და ზამთრის სკოლებში. ეს პროექტი ხორციელდება საქართველოს სამინისტროსა და გერმანული ფონდის "ფოლკსვაგენი" დაფინანსებით. 

ერთ-ერთი სტუდენტის ალექსანდრა კვენეტაძის თქმით, ის დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ უშუალოდ მინისტრი შეხვდა სტუდენტებს და გააცნო სიახლეები. "ასეთი შეხვედრები მისასალმებელია, საჭიროა და უფრო ხშირად რომ ტარდებოდეს, კარგი იქნება" - აღნიშნა ერთ-ერთმა დამსწრე სტუდენტმა. 

განათლების მინისტრი თამარ სანიკიძეც მიესალმება ასეთი შეხვედრების ხშირად ჩატარებას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, სტუდენტებმა პირველი წყაროდან მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე და იმედს გამოთქვამს, რომ ასეთი შეხვედრები მინისტრსა და სტუდენტებს შორის პერიოდულ სახეს მიიღებს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary