ალექსანდრე ლაცაბიძე არის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კანადასა და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში ( ICAO ).
შეხვედრას, ძირითადად, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრის თემა იყო საქართველო-კანადის ურთიერთობების ზოგადი მიმოხილვა. როგორც ალექსანდრე ლაცაბიძემ აღნიშნა, მისთვის პრიორიტეტულია კანადასთან ურთიერთობის დამყარება განათლების სფეროში. ,,ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაცვლითი პროგრამები ახალგაზრდებისათვის, აგრეთვე, კანადელი სპეციალისტების ჩამოყვანა".
შეხვედრაზე სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ კითხვები. ერთ-ერთი სტუდენტის კითხვაზე, თუ რა მდგომარეობაა სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე, საქართველოს ელჩმა კანადაში უპასუხა, რომ ,,დღესდღეობით შედარებით ადვილია ვიზის მიღება, თუმცა, ეს რიგ შემთხვევაში მაინც გარკვეულ სიძნელეებთანაა დაკავშირებული".