მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ინიციატივით დაიწყო პროექტი "ახალგაზრდების თვალით დანახული პოლიტიკა - იდეოლოგიებიდან სახელმწიფო ინსტიტუტებამდე". ღონისძიების ფარგლებში პირველი სემინარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა და კიდევ ორ დღეს გასტანს.
მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის წევრისა და პროექტის ინიციატორის, რევაზ ცნობილაძის თქმით, პროექტის მიზანია, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება პოლიტიკური იდეოლოგიის ცოდნის კუთხით და მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და ამ მხრივ თვითშეგნების კულტურის ამაღლება.
დღეს გამართულ სემინარზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტის კოორდინატორმა გიორგი გრიგოლაშვილმა ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც, ჩვეულებრივ, თან ახლავს ახალგაზრდების მიერ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას და სემინარის დასრულებისას მოსწავლეებთან დისკუსია გამართა.
დღევანდელი სემინარის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო მდივანი და ილიას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრანტი გიგა ჭკადუა.
მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის ფარგლებში შემდეგ სემინარს ნარინჯისფერი კლუბის წევრი და თსუ-ს სტუდენტი ლევან ლორთქიფანიძე გაუძღვება.