იურიდიული განათლების სემინარები იუსტიციის სახლში
07 სექტემბერი, 2013
იურიდიული განათლების სემინარები იუსტიციის სახლში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
იუსტიციის სახლში იურიდიული განათლების სემინარები დაიწყო. სემინარები დღეს დაიწყო და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ის ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბისა და საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების თანაორგანიზებით მიმდინარეობს, ხოლო ფინანსურ მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უზრუნველყოფს. პროქტი უკვე მესამედ ტარდება, ის IX-XII კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. მონაწილეები მთელი საქართველოდან კონკურსის საშუალებით შეირჩნენ. სემინარებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიწვეული პროფესორები ატარებენ. სემინარის თემა შეეხება საერთაშორისო, სამოქალაქო, სისხლისა და საკონსტიტუციო სამართალს, ასევე პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში.


როგორც იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის პროექტის მენეჯერმა ნათია სირდაძემ განაცხადა, პროექტის მიზანი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა და დაინტერესება იმდენად დიდია, რომ შესაძლოა, მომავალში მსგავსი სახის სემინარები სტუდენტებისთვისაც ჩატარდეს.


დათო ლოლიშვილი პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა, მან სემინარების შესახებ ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან გაიგო - "ჩემი აზრით, ამ პროექტში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მომავალში ძალიან გამომადგება. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანმა უნდა იცოდეს საკუთარი და სხვისი უფლებების შესახებ" - აღნიშნა მან.


პროექტი ოფიციალურად 11 სექტემბერს დასრულდება და მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary