საზაფხულო სკოლა 2011 წლიდან ტარდება გერმანიის საერთაშორისო სააგენტოს GIZ მხარდაჭერით. საზაფხულო სკოლის ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ადგილობრივი თვითმართველობის თემით დაინტერესებულ მხარეთა ქსელი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის გეოდეზიის ინსტიტუტი, GIZ-ისა და მიწის მენეჯმენტის ცენტრი.
კონფერენციაში მონაწილეობენ აკადემიური წრის წარმომადგენლები საჯარო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმართველობის სფეროდან. ამასთან, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი თვითმართველობის სფეროთი დაინტერესებულ სხვა ნებისმიერ პირებსაც. თემები შეირჩა ქსელის ქართველ, სომეხ, აზერბაიჯანელ კოორდინატორებსა და GIZ-ის შეთანხმების შედეგად. ძირითადი თემებია: გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ადგილობრივი ფინანსური მართვა და ადამიანური რესურსების მართვა ადგილობრივ დონეზე.
კონფერენცია გახსნა პროგრამის ხელმძღვანელმა პეტრა შტრემპლატმა. მისი თქმით, ის მოხარულია იმ ფაქტით, რომ სამივე ქვეყნის წარმომადგენელი ერთად მუშაობს. ასევე, მან ისაუბრა იმაზეც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სკოლის არსებობა თითოეული მასში მონაწილე ქვეყნისთვის.
"საზაფხულო სკოლის მიზანია ხელი შეუწყოს მთელი სამხრეთ კავკასიის ადგილობრივი თვითმართველობების, უნივერსიტეტში არსებული აკადემიური პერსონალისა და აკადემიკოსების ერთად შეკრებას. იქმნება ქსელი, რომელშიც ინფორმაციის გაცვლა და ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება განხორციელდება" - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ.