"სნოს" კონცერტი სოხუმის უნივერსიტეტში
06 ივნისი, 2013
"სნოს" კონცერტი სოხუმის უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter

6 ივნისს სოხუმის უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა "სნო" ამავე უნივერსიტეტში სოლოკონცერტი გამართა.
ანსამბლი ერთი წელია რაც შეიქმნა და მას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სოფლის სახელი "სნო" ეწოდა. ჯგუფს ინსტრუმენტები პატრიარქის ფონდმა შეუძინა.
ჟგუფმა "სნომ" სულ 19 სიმღერა შეასრულა მათ შორის ცნობილი ხალხური და მათ მიერ დაწერილი სიმღერები. უნივერსიტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და სნოს მიულოცა სოლო კონცერტი. "მიხარია რომ ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომელმაც შეკრიბა ნიჭიერი ახალგაზრდები. ისინი ბრწყინვალედ ასრულებენ ქართულ სიმღერებს და აცნობენ მათ ქართველ და უცხოელ სტუმრებს. მინდა ვუსურვო ამ ჯგუფს დიდი წარმატებები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ."
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამღვდელოების წარმომადგენლები. ჯგუფის წევრებმა წარუდგინეს თავი დამსწრე საზოგადოებას.
"ბედნიერი ვარ რომ ამ ჯგუფში მოვხვდი ამდენ ნიჭიერ ადამიანთან ერთად .ეს სოლოკონცერტი დიდი მნიშვნელობისაა თითოეული ჩვენგანისთვის და ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩვენი სიმღერებით ვასიამოვნოთ სტუმრები" - აღნიშნა "სნოს" ჯგუფის წევრმა თამთა აბულაძემ.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary