მოკლემეტრაჟიანი ფილმის „დამლოცე მამაო“ პრემიერა
10 სექტემბერი, 2013
                                         მოკლემეტრაჟიანი ფილმის „დამლოცე მამაო“ პრემიერა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"დამლოცე მამაო" - ასე ჰქვია ელენე ნავერიანის მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომლის პრემიერა დღეს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა.


ფილმი ათწუთიანია, მაგრამ რეჟისორი კარგად ახერხებს სამი პრობლემის წარმოჩენას - ეს არის ჰომოსექსულობა და ეკლესია, რასობრივ-ეთნიკური განსხვავებები. ფილმი ორი ადამიანის ისტორიას მოგვითხრობს. რეჟისორის თქმით, ეს არ არის მარტო კონკრეტულად საქართველოსა და ქართულ რეალობაზე მიმართული პრობლემა: "ეს ძალიან ზოგადია და იმავე პრობლემას ვხედავ სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვა საზოგადოებასა და სხვადასხვა ქვეყანაში" - ამბობს ელენე ნავერიანი.
ახალგაზრდა რეჟისორისთვის ეს პირველი ფილმი არ არის და მომავალშიც გეგმავს უფრო დიდმასშტაბიანი პროექტის განხორცილებას. 

"იდენტობის" ხელმღვანელი ირაკლი ვაჭარაძე დადებითად აფასებს ფილმს და მიიჩნევს, რომ ის ერთ-ერთი პირველი გაბედული ნამუშევარია, რომელიც პოზიტიურად გადმოგვცემს ამ საკითხს: "ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო იმისთვის, რომ ყველა ადამიანს შეუძლია, იპოვოს არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სულიერი კავშირი. ჩემი აზრით, ეს ძალიან დადებითი გზავნილი იქნება ასევე მორწმუნე ადამიანისთვის. ვინც ამ ფილმს ნახავს, სხვა თვალით დაინახავს ადამიანურ ურთიერთობებს სხვადასხვა რასის წარმომადგენელებს შორის, ერთი ორიენტაციის მქონეს ადამიანებს შორის" - აღნიშნავს ირაკლი ვაჭარაძე. 

"ჩემთვის საინტერესო იყო და ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს მაყურებლისათვისაც. დღეს ფილმის სანახავად მოსულმა ადამინების რაოდენობამ გვიჩვენა, რომ ამ ფილმის თემატიკა და შინაარსი საინტერესოა ქართული პუბლიკისთვის. რასაკვირველია, ასეთი ახალგაზრდა ქართველი მხატვრებისა და არტისტების ნამუშევრებს ყოველთვის მივესალმები, ყოველთვის მზად ვარ, ნახოს საზოგადოებამ და იმსჯელოს მასზე, რადგან, ვფიქრობ, დისკუსიაში იბადება ჭეშმარიტება" - აცხადებს ლიტერატურული მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე.

სტუდენტ ანი ბუთხუზის თქმით, ძალიან კარგად გაკეთებული ფილმია: "მე პირადად, ძალიან მომეწონა. მოკლე დროში ყველა ის პრობლემაა წარმოჩენილი, რომელიც ქართულ საზოგადოებას აწუხებს, მაგრამ, ჩემი აზრით, ბევრი ადამიანი მას კრიტიკის თვალით შეხედავს" - ამბობს ანი.

ფილმის ბოლოს დისკუსია გაიმართა.





გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary