პროგრამაში დიდი წვლილი ემორის უნივერსიტეტის პროფესორმა კენედ ვოკერმა შეიტანა.
პროექტი მთლიანად ინოვაციურია. იგი მოიცავს ინგლისურენოვან სწავლებას, ხოლო მისი პროგრამის სტრუქტურა, რომელიც მთლიანად ემორის უნივერსიტეტს ეკუთვნის, უზრუნველყოფს სწავლის პროცესშივე აშშ-ის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდის (United state medical licesing examination) ჩაბარებას, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს, მსოფლიოს 80 ქვეყანაში იმუშაოს.
„ეს პროექტი უნიკალური არ არის, მაგრამ სხვა პროექტებს შორის საუკეთესოა, რადგან შექმნილია მათი მინუსების გათვალისწინებით“ - განაცხადა პროექტის კოორდინატორმა თეა თოდუამ.
პროექტში მოხვედრა ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე, სადაც აუცილებელი კრიტერიუმია ინგლისურ ენაში 75 ქულიანი ბარიერის დაფარვა და სხვა საგნებშიც მაღალი ქულების მიღება. პროგრამა 6 წელზეა გაწერილი და მასში შედის ჰუმანიტარული საგნების სწავლებაც.
„ეს პროექტი გამოირჩევა იმით, რომ სტუდენტს უყალიბებს იმ უნარ-ჩვევებს, რაც პაციენტთან მიმართებაში აუცილებელია. სწორედ ამიტომ სწავლების პირველი წელი ეთმობა ჰუმანიტარული საგნების შესწავლას. 6-წლიანი სწავლების შემდეგ ნებისმიერი სტუდენტი მზად არის, რეზიდენტურა გაიაროს ამერიკის ნებისმიერ უნივერსიტეტში და არა მარტო იქ“- აღნიშნა თეა თოდუამ.
პროექტის მიზანია, აღზარდოს საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური ექიმები, რომლებიც მზად არიან დიპლომის შემდგომი განათლებისა და სპეციალური მზადებისთვის არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ეს პროგრამა სტუდენტს საშულებას აძლევს, სწავლის დაწყებისთანავე აქტიურად ჩაერთოს კლინიკურ საქმიანობაში და განახორციელოს სამეცნიერო კვლევა.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, სწავლის, სამეცნიერო კვლევისა და პრაქტიკული საქმიანობის ეტაპები ემორის უნივერსიტეტში გაიარონ. სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი მიენიჭება. ამასთან ერთად, სამეცნიერო კვლევაში აქტიურად ჩართულ სტუდენტს შეეძლება აიღოს მაგისტრის ხარისხი მედიცინის მეცნიერებაში და ასევე, დოქტორის ხარისხი.
სტუდენტთა უმეტესობამ ეს პროგრამა მშობელთა დახმარებით აირჩია, თუმცა, პროგრამის შინაარსის გაგების შემდეგ თვითონაც დაინტერესდნენ. როგორც ერთ-ერთი პირველკურსელი გიორგი მეტრეველი აცხადებს: „ეს პროექტი დიდ შანსს მაძლევს, გამოვიდე კარგი მედიკოსი და სწავლა გავაგრძელო ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში“.
რაც შეეხება სწავლის საფასურს, თეა თოდუას თქმით, ქართველი სტუდენტებისთვის შეადგენს 8 000 ლარს, ხოლო უცხოელი სტუდენტებისთვის 10 000 $-ს. მათ ასევე ექნებათ შეღავათი, რაც გულისხმობს სწავლის საფასურის გაყოფასა და გადანაწილებას. სახელმწიფო გრანტის მიღების შემთხვევაში კი, გრანტის საფასური სწავლების თანხას ჩამოაკლდება. ამჟამად, პროექტში 30 სტუდენტია, მათ შორის 24 ქართველია.