ალექსი პეტრიაშვილმა ახალგაზრდულ პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი
11 სექტემბერი, 2013
ალექსი პეტრიაშვილმა ახალგაზრდულ პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა ხელი მოაწერა მემორანდუმს 2013 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან თანამშრომლობის შესახებ.

შეხვედრას ახალგაზრდული პარლამენტის რამდენიმე წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მომავალში ასეთი კავშირები. მემორანდუმის თანახმად, სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ახალგაზრდული პარლამენტის წევრები საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით ითანამშრომლებენ. სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახალგაზრდებს დახმარებასა და კონსულტაციას გაუწევს ევროინტეგრაციის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

"ქვეყნის მომავლისთვის ახალგაზრდების ასეთი აქტიურობა და მათი ჩართვა ისეთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტების განხორციელებაში, როგორიცაა საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია, მისასალმებელია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა იცოდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - ქვეყნის გარეთ. ჩვენ საერთო მიზნები გვაქვს, ერთად ვიმუშავებთ და ყველანაირად ვეცდებით, ხელი შევუწყოთ მათ იდეებს, რომელიც დაგვეხმარება, დავაჩქაროთ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესი" - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary