რატგერსის უნივერსიტეტის პროფესორის ლექცია კვლევითი გრანტების შესახებ
11 სექტემბერი, 2013
            რატგერსის უნივერსიტეტის პროფესორის ლექცია კვლევითი გრანტების შესახებ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში რატგერსის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯოანა რეგულსკამ საჯარო ლექცია ჩაატარა. ლექციის თემა ეხებოდა უნივერსიტეტის მიერ პროფესორებისა და სტუდენტების ხელშეწყობას კვლევის პროცესში და პროფესორებისა და სტუდენტების მიერ კვლევითი გრანტების მოპოვების გზებს.

ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის მოადგილის ნინო ჯავახიშვილის თქმით, ლექცია ეძღვნება კვლევითი პროექტების ხელშეწყობას: "ამერიკული ფონდის დახმარებით საშუალება გვეძლევა, შევისწავლით მათი გამოცდილება. პროექტის ფარგლებში ამერიკიდან სულ ოთხი პროფესორის ჩამოსვლა ფინანსდება, რომლებიც ჩაატარებენ მსგავს ლექციებს. ასევე დაგეგმილია ქართველი პროფესორების წასვლა რატგერსის უნივერსიტეტში და მათი გამოცდილების ადგილზე გაცნობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმ მოდელს გადმოვიღებთ, რომელიც უფრო მოერგება ქართულ რეალობას" -განაცხადა ნინო ჯავახიშვილმა.

ლექცია ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველი უნივერსიტეტის შიგნით გრანტების მოპოვებას ეხებოდა, მეორე კი - სხვადასხვა ფონდის მიერ კვლევების დაფინანსების მნიშვნელობას.

ილიას უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობის სამსახურის კვლევითი მიმდინარეობის კორდინატორი ლელა იოსავა მიიჩნევს, რომ დღევანდელი ლექცია ძალიან მნიშვნელოვანია: ,,ეს არის პირველი ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც დაეხმარება ლექტორებსა და სტუდენტებს კვლევითი გრანტების მოპოვებაში".

ჯოანა რეგულსკამ ასევე ისაუბრა რატგერსის უნივერსიტეტის ისტორიაზე, წარმატებებსა და გამოცდილებაზე.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary