„პათოლოგთა საერთაშორისო აკადემიის“ ვიცეპრეზიდენტის სემინარი თსსუ-ში
12 სექტემბერი, 2013
„პათოლოგთა საერთაშორისო აკადემიის“ ვიცეპრეზიდენტის სემინარი თსსუ-ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 12-14 სექტემბერს ტარდება "საქართველოს პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაციისა" და "პათოლოგიის საერთაშორისო აკადემიის" ქართული დივიზიის მიერ ორგანიზებული სემინარი ენდოკრინოლოგიურ პათოლოგიასა და ნეიროპათოლოგიაში.

სემინარს უძღვება "პათოლოგთა საერთაშორისო აკადემიის" ვიცეპრეზიდენტი ჯორჯ კონტოგეორგოსი. 

სხდომა "საქართველოს პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაციის" პრეზიდენტმა გიორგი ბურკაძემ გახსნა. მისი თქმით, ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი წინსვლაა და პირველი ოფიციალური სემინარი ამ განხრით. ჯორჯ კონტოგეორგოსმა ლექციის დაწყებამდე საკუთარი ბიოგრაფიული ცნობებისა და მოღვაწეობის შესახებ მოკლედ ისაუბრა. მან ქართველ პროფესორებს ახალი მეთოდები და ტექნოლოგიები გააცნო სიმსივნის დასაძლევად. დღევანდელი ლექციის თემა იყო ,,ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი დაზიანებები".

სემინარის დასკვნითი დღე კლინიკური შემთხვევების განხილვას მიეძღვნება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary