სტუდენტების მიერ წარმოებული ღვინის გამოფენა-გაყიდვა საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“
12 სექტემბერი, 2013
სტუდენტების მიერ წარმოებული ღვინის გამოფენა-გაყიდვა  საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საზოგადოებრივ კოლეჯ "აისში" "ღვინის დღე" გაიმართა.


ღონისძიების მიზანი იყო, მოსახლეობაში პროფესიული განათლების ცნობადობის ამაღლება და პროფესიულ განათლებაში მეღვინეობის დარგის პოპულარიზაცია. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო "აისში" დამზადებული პროდუქციის გამოფენა და მეღვინე ფერმერების მარნებში წარმოებული ღვინის გამოფენა-გაყიდვა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ კოლეჯის მეღვინის სპეციალობის სტუდენტების მიერ ევროპული და ტრადიციული წესით კოლეჯში ჩამოსხმული ღვინოები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები, კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მეღვინე ფერმერები და დამსაქმებლები.

14 სექტემბრამდე საზოგადოებრივ კოლეჯ "აისში" პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე 19 სხვადასხვა სპეციალობაზე 400-მდე მსურველია დარეგისტრირებული. მათი დიდი ნაწილი მეღვინეობის, მზარეულის, კალატოზის, მებათქაშის, მეფილე-მომპირკეთებელისა და დურგლის სპეციალობებს ირჩევს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary