თუმცა, ბაზების გაუმართაობის გამო ამას მხოლოდ ერთეულები თუ ახერხებენ. ერთი წლის წინ თსუ-ს იმჟამინდელი რექტორი, ალექსანდრე კვიტაშვილი, სტუდენტებს დაჰპირდა, რომ მომავალში მსგავსი პრობლემა არ შეიქმნებოდა.
წინა სემესტრებისგან განსხვავებით წელს თითოეული ფაკულტეტის ბაზა ორ-ორ საათიანი შუალედით გახსნეს, თუმცა, ამან პრობლემა ვერ მოაგვარა და დღეს მაინც დაუსრულებელი რიგი იდგა ფაკულტეტის მიმართულებების სასწავლო პროცესის მართვის სამსახურებთან.
თიკა ლოხიშვილი ჟურნალისტიკის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტია და სხვების მსგავსად მასაც მოუწია ბაზების გახსნიდან მეორე დღეს უნივერსიტეტში მისვლა და საათობით ლოდინი, რომ მისთვის ერთი საგანი დაემატებინათ: „ჩვენს ფაკულტეტზე არათუ შეფერხებით მუშაობდა ბაზები, არამედ საერთოდ არ გაიხსნა საგნები. ასეთი სიტუაცია იყო შარშანაც, პირველ კურსზეც. ყოველი სემესტრის დასაწყისში ადმინისტრაცია გვპირდებოდა, რომ გამოასწორებდა ამ პრობლემას, თუმცა, როგორც ხედავთ, არაფერი შეცვლილა“.
პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას მეოთხე კურსელების შემთხვევაში. ცოტნე ადამია სწორედ მეოთხეკურსელია და მანაც თიკას მსგავსად ვერ მოახერხა ინტერნეტით აერჩია საგნები. როგორც თავად ამბობს, მისი მიმართულების სავალდებულო საგნების უმრავლესობა გავლილი აქვს, ახლა სჭირდება თავისუფალი კრედიტების არჩევა, რათა ბაკალავრის დიპლომისათვის საჭირო კრედიტები მოაგროვოს: „ვერაფერს ვერ ვირჩევ და ამის გამო შესაძლებელია სემესტრი დამემატოს, ერთი ადგილიდან მეორეში გვაგზავნიან და პასუხი არავის აქვს“.
სტუდენტებისგან განსხვავებული მოსაზრება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ჰქონდათ თსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მაგრამ ეს ახალგაზრდების მდგომარეობას არ ცვლის.
თსუ-ს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტის უფროსს, ზურაბ ჯიქიას, ერთი წლის წინ მივმართეთ არსებულ პრობლემაზე კომენტარის გასაკეთებლად, რომელმაც ჯერ კიდევ მაშინ იმედი გამოთქვა, რომ გაზაფხულის აკადემიური რეგისტრაცია მნიშვნელოვანი პრობლემების გარეშე ჩაივლიდა. თუმცა, არსებული ხარვეზები დღემდე გამოუსწორებელია.