ფესტივალი „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“ ფილარმონიაში
13 სექტემბერი, 2013
ფესტივალი „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“ ფილარმონიაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით ფილარმონიაში პროფესიული განათლების ფესტივალი გაიხსნა სახელწოდებით - „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“.

ფესტივალის მიზანი იყო, პროფესიული განათლების მიღების მსურველები და მათი მშობლები პირისპირ შეხვედროდნენ პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლებს და მათგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია პროგრამების შესახებ. 

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ტესტირების სივრცე, სადაც ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა, მიეღო დეტალური ინფორმაცია მის მიერ შერჩეული პროფესიული პროგრამების შესაბამისი ტესტირების ტიპების შესახებ. 

განათლებისა და მეცნიერების პროფესიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა დღევანდელ დღეს პროფესიული განათლების ზეიმი უწოდა. „პროფესიული განათლება ყველა ქვეყანაში არის ეკონომიკის დასაყრდენი, აქედან გამომდინარე, განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც არის, რომ დღეს ჩვენ მივეცით შესაძლებლობა „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით საზოგადოება შეხვედროდა იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც დღეს საქართველოში ახორციელებენ საგანმანათლებლო პროგრამებს. აქ ყველას შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია იმ პროგრამების შესახებ, რომელიც ბაზაზე არის შემოთავაზებული და ადგილზევე დარეგისტრირდეს პროგრამაზე სწავლის სურვილის შემთხვევაში“ - აღნიშნა თამარ ქიტიაშვილმა.

ფესტივალი ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევდა, სასწავლებლების მიერ წარმოდგენილი ვიზუალური მასალის დემონსტრირების პარალელურად, მოესმინა პრეზენტაციები, დაესვა კონკრეტული შეკითხვები კოლეჯის წარმომადგენლებისთვის, გასცნობოდა პროგრამის ხანგრძლივობას, სწავლების მეთოდოლოგიას.

„ლიბერთი ბანკს“ პროქტში მონაწილეობის მიღების თავისი ინტერესები აქვს. „ლიბერთი ბანკი“ გამოეხმაურა განათლების სამინისტროს ახალ ინიციატივას ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარების კუთხით. ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული ინტერესი, ჩვენ ამ პროექტში ვხედავთ ჩვენს პოტენციურ თანამშრომლებს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ბუღალტერიის მიმართულებით. ჩვენ ვფიქრობთ, ამ პროექტით ვიპოვით ახალ თანამშრომლებს. თავიდან ჩვენ გავატარებთ სტაჟირებას და შემდეგ დავასაქმებთ ჩვენს ბანკში“ - განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ დირექტორმა დათო იღლაშვილი. 

ქეთი ძაბაშვილმა სკოლა წელს დაამთავრა და ფესტივალს ესტუმრა, რომ ის პროფესიის არჩევაში დახმარებოდა. „ძალიან მომწონს ეს ფესტივალი. აქამდე არ ვიყავი ჩამოყალიბებული. ახლა რამდენიმე პროგრამა მომეწონა და ერთ-ერთზე შევაჩერებ არჩევანს“ - გვითხრა ქეთიმ.

ფესტივალში მონაწილეობას იღებდა 30-მდე დაწესებულება, რომელთა შორის იყვნენ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სასწავლებლები. 

ფესტივალზე მისულ სტუმრებს შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში ადგილზე გაეარათ რეგისტრაცია მათთვის სასურველ პროგრამაზე.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary