აქცია პოლიციელთა ძალადობის წინააღმდეგ
13 სექტემბერი, 2013
აქცია პოლიციელთა ძალადობის წინააღმდეგ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია პოლიციელთა ძალადობის წინააღმდეგ გაიმართა. აქციის ორგანიზატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები თავისუფლებისთვის“.
„აქციის მიზანია აივით ინფიცირებული ადამიანების უფლებების დაცვა, ვაპროტესტებთ პოლიციელთა უფლებების გადამეტებასა და გვინდა, რომ საზოგადოება ამ თემაზე უფრო გახსნილი იყოს. მომხდარი ფაქტი გასაჩივრებულია გენერალურ ინსპექციაში და უფლებების დარღვევის ფაქტზე მასალები გადაგზავნილია სახალხო დამცველის აპარატში, მაგრამ რეაგირება დღემდე არ მოჰყოლია. რამდენად შედეგიანი იქნება ეს აქცია, ჯერ არ ვიცი, მაგრამ თუ რეაგირებას არ მოახდენენ ამ ფაქტზე, ჩვენც ადეკვატურად მოვიქცევით“- განაცხადა იურისტმა ალექსი შოშიკელაშვილმა.

ორგანიზაცია „ქალები თავისუფლებისთვის“ რამდენიმე დღეა რაც არსებობს. ამ ორგანიზაციის მიზანია ადამიანთა უფლებების დაცვა. მიუხედავად დიდი სურვილისა, ამ ორგანიზაციაში ახალგაზრდების აქტიურობა ნაკლებად შეინიშნება.

„დღეს, ჩვენი შეკრების მიზანია, გამოვეხმაუროთ იმ შემთხვევას, რაც მოხდა აგვისტოში. მიუხედავად იმისა, რომ 2 კვირის წინ მომხდარი გავასაჩივრეთ შსს-ს გენერალურ ინსპექციაში, მას გამოხმაურება არ მოჰყოლია. დღევანდელი აქციის შესახებ ბევრმა სტუდენტურმა ორგანიზაციამ იცოდა, თუმცა, აქ დღეს ახალგაზრდები არ არიან“ - განაცხადა „ქალები თავისუფლებისთვის“ ხელმძღვანელმა ლიზა ანდღულაძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary