კავკასიის უძველესი ხანის კულტურათა პრობლემები
14 სექტემბერი, 2013
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვორკშოპი ჩატარდა, რომელიც ბრინჯაოსა და ადრერკინის ხანის კულტურათა პრობლემებს შეეხებოდა.

შეხვედრა გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის პროფესორმა სვენდ ჰანზენმა გახსნა. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე და გერმანიის სასწავლო–აკადემიური სამსახურის თბილისის ცენტრის თანამშრომელი ელიზაბეტ ვენორი.

,,დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ვორკშოპი, რომელიც კავკასიის უძველეს ხანის კულტურათა პრობლემებს ეხება. ვორკშოპი გაიმართა გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილებისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის პარტნიორობის ფარგლებში, ასევე დაგვეხმარა ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდი" – განაცხადა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ.

მოხსენება წაიკითხა სვენდ ჰაზენმა თემაზე – ,,ოქრო და ვერცხლი ადრებრინჯაოს ხანაში". პრეზენტაცია წარმოადგინა ასევე ილიას სახელმწიფოს უნივერსიტეტისა და კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელმა პაატა ბუხრაშვილმა. ის ამიერკავკასიის ადრელითონების ხანის კულტურათა საცხოვრისის პრობლემებს შეეხო.

კავკასიის უძველეს ოქროს საბადოზე ისაუბრა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიური ცენტრის წარმომადგენელმა ირინე ღამბაშიძემ. ,,2004 წელს პირველად ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები საყდრისის ტერიტორიაზე. სამუშაოების დროს ჩვენ მივაკვლიეთ თიხის სამ ნატეხს, რომლის კულტურულ ფენებშიც აღმოჩნდა ნახშირისა და ოქროს ფენა" – აღნიშნა ირინე ღამბაშიძემ.

ღონისძიების ბოლოს შემაჯამებელი დისკუსია გაიმართა.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary