საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო: დაზგური გრაფიკის, დეკორატიული ფერწერის, ფერწერის, კერამიკის, ხატწერის, ფანქარსა და აკვარელში შესრულებული ნატურმოტები და სხვა ნამუშევრები.
,,დღეს ჩვენ ვაწყობთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენას. დღეისათვის აქ არ არის ამ სტუდენტების ყველა ნამუშევარი წარმოდგენილი. ეს გამოფენა მათ გარკვეულ სტიმულს შემატებთ, რომ მომავალში თავიანთი შემოქმედებითი გზა სწორად წარმართონ. საერთოდ მსგავსი გამოფენები გაგვიკეთებია, ძირითადად, ილიას უნივერსიტეტში. თუმცა, საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცე თავისთავად უკვე ბევრს ნიშნავს. ამდენად, მივესალმები ასეთ გადაგმულ ნაბიჯს" - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის დირექტორმა თამარ ცაგარელმა.
,,ჩვენ ვსწავლობთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტზე. დღეისათვის ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი სხვადასხვა ნამუშევარი, როგორც თქვენ ხედავთ, ხატწერის, კერამიკის, დეკორატიული ფერწერისა და ლითონის ნამუშევრები. აქ წარმოდგენილი ნიმუშები შერჩეულია საკურსო გამოფენების საუკეთესო ნახატებიდან. ჩვენთვის პირველია ასეთი დიდი გამოფენა, რომელიც მოეწყო ჩვენი ცენტრის დირექტორის თამარ ცაგარელის ხელმძღვანელობით" - აღნიშნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტმა ნინო გოზალიშვილმა.