კონფერენციის მთავარი თემა იყო სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებული მდგომარეობა, რომელიც ეხება სხვადასხვა საკითხზე სტუდენტთა ინფორმირებას. ფინანსებისა და გამჭვირვალობის თემებზე ისაუბრეს ექსპერტებმა უმაღლესი განათლების საკითხებში. პროექტი „სტუდენტები გამჭვირვალობისათვის“ მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის საქმიანობისა და ფინანსური ინფორმაციის გამჭვირვალობას, მეორე მხრივ, კი მხარი დაუჭიროს სტუდენტების ჩართულობას უნივერსიტეტის მართვის პროცესში. პროექტი წარმატებით ხორციელდება ექვს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში.
„პროექტის ფარგლებში სამიზნე უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის ჩატარდა გამოკითხვა, რომელმაც გამოავლინა უნივერსიტეტებში არსებული პრობლემები და სტუდენტების ჩართულობის დონე საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, მათ შორის თითოეული უნივერსიტეტის ბოლო ოთხი წლის ბიუჯეტი, განხორციელებული პროექტები და სხვ. შეიქმნა ფოკუსჯგუფი სენატის წევრ სტუდენტებთან. პერიოდულად ტარდებოდა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ, როგორც რიგითი სტუდენტები, ასევე სტუდენტური თვითმმართველობისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. დამსწრეებს ჩაუტარდათ პრეზენტაცია უნივერსიტეტის სტუქტურის, მართვის ორგანოების, სტუდენტების უფლება-მოვალეობებისა და იურიდიული სტატუსის ცვლილების შესახებ, ისინი ასევე გაეცნენ კვლევის შუალედურ შედეგებსა და აქტიურად ჩაერთვნენ მის განხილვაში“ - განაცხადა პროექტის ავტორმა რუსუდან გონგლაძემ.
საკუთარ მოხსენებაში მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენად გაშლილი უნდა იყოს ინფორმაცია, რომელსაც უნივერსიტეტი აწვდის სტუდენტს. ხარჯებთან ერთად მონაცემებში უნდა იყოს შემოსავლებიც და ისიც, თუ რამდენად მიზნობრივად იხარჯება ეს თანხა. ასევე, აღინიშნა, რომ იქმნება კომიტეტი, რომელიც ამ ყველაფერს შეისწავლის.
პროექტი მოიცავს ექვს სახელმწიფო უნივერსიტეტს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. ჩამოთვლილი სასწავლო დაწესებულებებიდან, გამჭვირვალობის მხრივ ყველაზე კარგი შედეგი ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს, ხოლო ყველაზე ცუდი შედეგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. რაც შეეხება გრანტებს, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის რექტორ, ბატონ ვლადიმერ პაპავას განცხადებით, თსუ წლევანდელი აღრიცხვით პირველ ადგილზეა.
პრობლემური საკითხების გამოკვეთასთან ერთად შემუშავდა აღნიშნული პრობლემების გადაჭრის კონკრეტული რეკომენდაციები უნივერსიტეტების ადმინისტრაციებისა და სხვა მმართველი ორგანოებისათვის. პროექტის ფარგლებში შეირჩა 18 სტუდენტი 6 უნივერსიტეტიდან, რომელთაც ჩაუტარდათ 5-დღიანი ტრენინგი კვლევის მეთოდოლიგიაზე, მიღებული შედეგების ანალიზსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლების მიერ. პროექტის ფარგლებში საჭირო ინფორმაციის მისაღებად პროექტის გუნდმა გამოიყენა რამდენიმე გზა: საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, ინტერვიუ, სტუდენტთა გამოკითხვა, მმართველი ორგანოების საქმიანობის ანალიზი და პრეზენტაციები, რომელთა დახმარებით გამოიკვეთა სტუდენტთა უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სხვა მმართველი ორგანოებისადმი ნდობის დაბალი მაჩვენებელი, რაც მათი იფორმირებულობის დაბალი მაჩვენებლითაა განპირობებული. ეს კი იწვევს სტუდენტთა ნაკლებ ჩართულობას რაიმე გადაწყვეტილების მიღებაში. ამ პრობლემის გადაჭრის მთავარი გზა კი ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის ურთიერთთანამშრომლობაა, რაზეც უნივერსიტეტებმა უნდა იზრუნონ და ამით გააუმჯობესონ უნივერსიტეტის მართვის გამჭვირვალობა.
"სტუდენტები გამჭვირვალობისთვის" მონაწილეებმა წარმოადგინეს საინფორმაციო პოსტერი უნივერსიტეტების მმართველ სტრუქტურებსა და კვლევის შედეგების ნაწილზე.