ლგბტ ადამიანების ხილვადობის მნიშვნელობა
17 სექტემბერი, 2013
ლგბტ ადამიანების ხილვადობის მნიშვნელობა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ევროპის სახლში ღია ლექცია და დისკუსია გაიმართა თემაზე - "ლგბტ ადამიანების ხილვადობის მნიშვნელობა".

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროპის სახლის დირექტორი მაია ნიკოლაიშვილი და ჰოლანდიელი ყოფილი პოლიტიკოსი ბორის დიტრიხი. შეხვედრა მიზნად ისახავდა, საზოგადოებისთვის გაეცნოთ ლგბტ თემის ხილვადობის მნიშვნელობა საქართველოში.

ადამიანის უფლებების დამცველი ცნობილი ჰოლანდიელი აქტივისტის თქმით, პირველი პოლიტიკოსი იყო, რომელიც ღიად საუბრობდა საკუთარ ორიენტაციაზე. ბორის დიტრიხის განცხადებით, პარლამენტში შესვლის შემდეგ დააყენა საკითხი ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინების კანონის მისაღებად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი - პარლამენტს დატოვებდა. ნიდერლანდების პარლამენტმა საკითხი გეი პოლიტიკოსის სასარგებლოდ გადაწყვიტა. ამ ყველაფერს ფართო მასშტაბი რომ მისცემოდა, ბორის დიტრიხი პოლიტიკიდან მოდის და ლგბტ ლეგალიზაციას უჭერს მხარს. მისი თქმით, დღეს საქართველოში ყოფნაც სწორედ ამ მიზეზს უკავშირდება. ის აპირებს მსოფლიოს მოვლას და პოლიტიკოსებთან თანამშრომლობას, რათა ერთსქესიანთა ქორწინება გაცილებით მეტ ქვეყანაში გახდეს დაკანონებული. მან 17 მაისის მოვლენების ქართველთა მხრიდან უმეცრება და გაუაზრებელი ქმედება უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს ამგვარ ფაქტს ადგილი აღარ ექნება.

ბორის დიტრიხის გამოსვლის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას ესწრებოდა, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრები.

დისკუსია "იდენტობის", ევროპის სახლის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოში ბრაზილიისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოების ორგანიზებით გაიმართა. ლექციაზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary